ფრანგული ტუროპერატორები ჩინეთში, 21 თებერვლამდე მომხმარებელთა გაგზავნას შეაჩერებენ

ტურ-ოპერატორთა საფრანგეთის პროფკავშირმა (SETO) რეკომენდაცია გასცა, რომ ჩინეთში, 21 თებერვლამდე ახალი კორნავივირუსის შედეგად გამოწვეული პნევმონიის გამო, ტურისტები არ გაემგზავრონ,-ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

SETO ტურისტულ კომპანიებს ურჩევს, ტურისტული პროგრამები იმ ზომებს შეუსაბამონ, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება ადგენს.

საფრანგეთიდან ზოგიერთი ტურისტი ქალაქ უხანში რჩება, რაც ინფექციის გავრცელების წყაროდ არის მიჩნეული, მაგრამ ქალაქი გასული კვირიდან იზოლირებულია, მასთან სატრანსპორტო კავშირი შეფერხებულია.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 26 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობა თანამოქალაქეების კოროვირუსული ინფექციის ზონიდან გამოეყვანა.

Euronews-ის ცნობით, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ ფილიპმა წინა დღით ბრძანა, რომ ინფექციის ზონიდან მოქალაქეები გამოიყვანონ. ყველა, ვინც ტერიტორიას დატოვებს, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნება.

ორშაბათს, დილით, ჩინეთში ახალი კოროვირუსით ინფიცირების 2761 შემთხვევა დაფიქსირდა, ტაივანის და ჰონგ კონგის გათვალისწინებით. ვირუსით 80 პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ 37 შემთხვევა ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა, მათ შორის საფრანგეთში.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად