საფრანგეთში, ტურისტული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტურისტულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცდა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქ კრესელში, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკის შორიახლოს, გაურკვეველი მიზეზების გამო, მფრინავმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხოლო თვითმფრინავი შეჯახებისას დაიწვა.

დაღუპულია თვითმფრინავის პილოტი და სამი მგზავრი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის დროსაც სპეციალისტები დაადგენენ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად