საფრანგეთში, ცეცხლმოდებული სახლის მე-3 სართულიდან, 10 წლის ბიჭმა 3 წლის ძმა ჩაუგდო მეზობლებს ეზოში (ვიდეო)

შემთხვევა სამშაბათს, 21 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში მოხდა.

მრავალსართულიანი სახლის მე-3 სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ბინაში მარტო მყოფი 10 და 3 წლის ასაკის ძმები სამშვიდობოზე გასვლას ვერ ახერხებდნენ. ეზოში მყოფმა მეზობლებმა მოახერხეს მათი დამშვიდება და დაარწმუნეს, რომ ფანჯრიდან გადმოხტომის შემთხვევაში შეძლებდნენ მათ დაჭერას.
 
უფროსმა ძმამ უმცროსს ტანსაცმელში მაგრად ჩასჭიდა ხელი, ფანჯრის გარეთ, ჰაერში გააჩერა და მეზობლების მიერ ნიშნის მიცემის შემდეგ ჩააგდო ძირს. მეზობლებმა ბავშვი დაიჭირეს და რამდენიმე წამის შემდეგ უკვე უფროსი ძმა გადახტა 10 მეტრის სიმაღლიდან.
 
ძმებს არაფერი დაშავებიათ, ისინი, სახლის 17 მაცხოვრებელთან ერთად, მხუთავი აირით მოწამვლის გამო მოათავსეს ჰოსპიტლში. ბავშვების დამჭერი მამაკაცებიდან ორი კი წინამხრის მოტეხილობაზე ეჭვით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად