საფრანგეთში ტყის ხანძრების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ანგლეში (ახალი აკვიტინის რაიონი) ხანძარმა, რომელიც ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა, 100 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვამლით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში ხუთი ადამიანი გადაიყვანეს.

ადგილობრივი დროით 22:30 საათისთვის ხანძარმა მოიცვა 100 ჰექტარი ტყე, დაიწვა ექვსი სახლი, ორი მათგანი მთლიანად განადგურებულია. ძლიერი ქარის გამო ვითარება უარესდება.

ატლანტიკური პირენეის განყოფილების პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დაახლოებით 150 მეხანძრე-მაშველია ჩართული. განხორციელდა ათობით ადამიანის, რომელიც ცხოვრობს იმ მხარეში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ევაკუაცია.

ბოლო დღეებში, არანორმალურად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთ და ცენტრალურ საფრანგეთში, ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას აღწევს 40 გრადუსს. გასულ წელს, ამავე დეპარტამენტში ხანძარმა გაანადგურა სულ 800 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად