საფრანგეთში, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ქალაქ ტულონის დასავლეთით, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებზე და და გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით France Info ავრცელებს.

“28 ივლისს, საღამოს ადგილობრივი დროით 7:30 საათზე, ბენზინგასამართ სადგურზე ორმხრივი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი ქალი და ორი მამაკაცი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი მამაკაცი საავადმყოფოში.  ინციდენტის შედგად ასევე მამაკაცი დაშავდა.

ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით ტულონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...