საფრანგეთში, შტორმის შედეგად 42 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

საფრანგეთში, შტორმ „მიგელის“ გამო 42 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ France Bleu წერს.

მათგან 10 ათასი აკვიტანიის ჩრდილოეთით მდებარეობს, ხოლო 7 ათასი – პეი-დე-ლა-ლუარში. ზოგიერთი რაიონში ქარის სიჩქარემ 129კმ/სთ-ს მიაღწია.

ქარიშხალმა აგრეთვე მოიცვა ვანდეას ოლქის სანაპირო ზოლი. შტორმის შედეგად სამი მაშველი დაიღუპა ფრანგულ საპორტო ქალაქ ლე-სალბ-დ’ოლონში.

მთლიანობაში, სამაშველო კაფსულაში 7 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი დასახმარებლად სათევზაო ნავისკენ მიემართებოდნენ, რომელიც ბორტზე მყოფ ადამიანთან ერთად ჩაიძირა. იგი დაკარგულადაა მიჩნეული.

შტორმის შედეგად, რენის სადგურზე შეფერხდა მოძრაობა. მატარებლები დაგვიანებით გადიოდნენ. ამის მიზეზი კი ქარიშხლის შედეგად წაქცეული ხეები გახდა. სარკინიგზო სადგური რენ-კემპერი კი, სამი საათის განმავლობაში დაბლოკილი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...