საფრანგეთში შეზღუდვები მაისიდან შემსუბუქდება

საფრანგეთის ხელისუფლება ღამით დაწესებულ კომენდანტის საათს შეამსუბუქებს და 19 მაისიდან ადგილობრივ კაფე-ბარებსა და რესტორნებს ღია სივრცეებში მომსახურების გაწევის ნებართვას მისცემს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

არსებული გეგმის მიხედვით, 19 მაისიდან კომენდანტის საათი 21:00 საათამდე, ხოლო 23 ივნისიდან 23:00 საათამდე გადაიწევს. 30 ივნისიდან კი, სრულად გაუქმდება.

მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები 19 მაისიდან გაიხსნება. უცხოელ ტურისტებს, რომელთაც ჯანმრთელობის სპეციალური საშვი ექნებათ, 9 ივნისიდან შეძლებენ საფრანგეთში ვიზიტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...