საფრანგეთში შესაძლოა ახალი კარანტინი დაწესდეს

საფრანგეთის ხელისუფლება ემზადება ახალი, მესამე კარანტინის გამოცხადებისა და უფრო მკაცრი ზომების მისაღებად კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Le Journal du Dimanche იუწყება.

“გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა იქნას მიღებული”, – ციტირებს გამოცემა ქვეყნის მთავრობის წყაროს. როგორც გაზეთმა აღნიშნა, ახალი კარანტინის შემოღება ასოცირდება კორონავირუსის “ბრიტანული” და სამხრეთ აფრიკული ახალი შტამების სწრაფ გავრცელებასთან. გამოცემაში მითითებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გამოსვლა ამ თემასთან დაკავშირებიტ უნდა შედგეს ოთხშაბათს, 27 იანვარს, თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მესამე კარანტინის შემოღების საკითხი პრაქტიკულად გადაჭრილია და ამჟამად მხოლოდ მისი ვადები და თანმხლები ღონისძიებებია დასადგენი. სავარაუდოდ, საკარანტინო რეჟიმი დაიწყება მომავალი კვირის ბოლომდე და მინიმუმ სამი კვირა გაგრძელდება.

გაზეთის თანახმად, ამჯერად შეიძლება დაწესდეს უფრო მსუბუქი შეზღუდვები. განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკიერმა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ზომების შემოღების შემთხვევაში, სკოლები და ლიცეუმები გააგრძელებენ მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად