საფრანგეთში, სამართალდამცველმა სამი ადამიანი მოკლა

საფრანგეთში, სამართალდამცველმა სამი ადამიანი მოკლა. შემთხვევის შედეგად ასევე სამი პირი დაშავდა. ამის შესახებ რადიო France Info იუწყება.

ინციდენტი შაბათს, 18 ნოემბერს, საღამოს, პარიზის სარსელეს გარეუბანში მოხდა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ პოლიციელმა ინციდენტისას სამსახურის იარაღი გამოიყენა.

მომხდარის შემდეგ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. Le Parisien- ის ცნობით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი პირად კონფლიქტს უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად