საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი შესაძლოა 15 დეკემბერს გაუქმდეს

საფრანგეთის ხელისუფლებამ შეიძლება საკარანტინო რეჟიმი შეწყვიტოს 15 დეკემბერს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის წინაშე სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

“სიტუაციის განვითარებიდან და ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, საკარანტინო ზომები შეიძლება 15 დეკემბერს გაუქმდეს”, – თქვა საფრანგეთის ლიდერმა.

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ კარანტინის გაუქმებით, კომენდანტის საათი შემოვა 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ შობისა და ახალი წლისთვის – 24 და 31 დეკემბერი.

“ამრიგად, 15 დეკემბრიდან ყველას კვლავ შეეძლება თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყანაში სპეციალური ნებართვის გარეშე, მათ შორის სხვადასხვა რეგიონებს შორის, ასევე აღნიშნოს შობა ნათესავებთან ერთად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამავე დროს, მაკრონმა განმარტა, რომ კარანტინის გაუქმება შესაძლებელია, თუ კორონავირუსული ინფექციის ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასზე ნაკლები იქნება და არაუმეტეს 2-3 ათასი ადამიანი იქნება რეანიმაციაში. ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად