A1 ბანერი

საფრანგეთში რადარიდან გამანადგურებელი Mirage 2000 გაუჩინარდა

საფრანგეთის აღმოსავლეთით რადარებიდან გამანადგურებელი Mirage 2000 (Mirage 2000D) გაუჩინარდა. შემთხვევა იურასა და დუს დეპარტამენტის მთიან რელიეფს შორის მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას L’Est Republicain-ი ავრცელებს.

გამანადგურებელი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, რადარიდან  პარიზის დროით 11:00 საათზე გაქრა. განყოფილების პრეფექტორმა სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო.

L’Est Republicain- ის მონაცემებით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოცემას განუცხადა, რომ მან აფეთქების ხმა გაიგონა.

Dassault Mirage 2000 ფრანგული მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელიც Dassault- მა 1970-იან წლებში შეიმუშავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...