საფრანგეთში, ქალბატონი მეგობარი მამაკაცის წამებისთვის გაასამართლეს

პარიზის სასამართლომ ზაკია მედკურს მეგობარი მამაკაცის წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის 1.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოძიების ცნობით, 43 წლის ზაკია მედკურმა 37 ლის მაქსიმ გაჟე 2007 წელს ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო, რამდენიმე თვეში კი მათ პარიზში ბინა იქირავეს. მას შემდეგ, რაც მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს, მაქსიმ გაჟე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზაკია მედკურმა ამის შემდეგ მეგობარ მამაკაცს პირადობის მოწმობა და საკრედიტო ბარათი გამოართვა.

სასამართლომ ბრალდება მოისმინა, რომლითაც დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა გაჟეს ფიზიკურ წამებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ქალი მამაკაცს ტუჩის საცხის გადაყლაპვას აიძულებდა და შუშის საწმენდ სითხეს ასმევდა. ასევე, სიგარეტს მის სხეულზე აქრობდა. ქალბატონი მამაკაცს ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციას მიმართავდა, მასზე განაცხადებდა, რომ პედოფილი იყო. მაქსიმ გაჟე იძულებული იყო იატაკზე დაეძინა. მას ტუალეტით სარგებლობა პერიოდულად ეკრძალებოდა. 

პროკურორმა მედკურისთვის 5 წლიანი პატიმრობა მოითხოვა, საბოლოოდ, ქალბატონ 18 თვიანი პატიმრობა, 18 თვიანი პირობითი მსჯავრი და 200 000 ევროს გადახდა დაეკისრა. საფრანგეთის სასამართლომ აღნიშნული საქმე როგორც პრეცედენტული, ისე განიხილა. მაქსიმ გაჟემ მომხდარის შესახებ წიგნიც დაწერა და "ჩემი პარტნიორი და მწამებელი" დაარქვა. ფრანგი უფლებადამცველები საკუთარ კომენტარებში ადგილობრივ მედიასთან აცხადებენ, რომ ქალებზე ძალადობა სამჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მამაკაცებზე.

საფრანგეთის სასამართლო ორგანოებში ქალის მხრიდან ძალადობის შესახებ ყოველწლიურად 7 500-მდე სარჩელი შედის. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...