საფრანგეთში ორი დღის განმავლობაში დაინფიცირების 30848 და გარდაცვალების 2173 შემთხვევა დადასტურდა

მონაცემები კორონავირუსით დაინფიცირებულძთა რაოდენობის და გარდაცვალების შესახებ მოტანილია პორტალიდან worldometers

პორტალზე განთავსებული მონაცემების თანახმად, დღეს, საფრანგეთში, გუშინ დღის ბოლოს დაფიქსირებული ინფიიცირების შემთხვევების რაოდენობა 7788-ით, ხოლო გარდაცვალებულთა კი 1053-ით არის გაზრდილი.
 
სულ, დღემდე, საფრანგეთში ინფიცირების 89953 და გარდაცვალების 7560 შემთხვევაა დადასტურებული.
 
აღსანიშნავია, რომ ინფიცირების 89953 შემთხვევიდან 30848 გუშინ და დღეს დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 7560 შემთხვევიდან 3528 დადასტურდა 2, 3 და 4 მარტს.
 
კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ასეთი დიდი ოდენობით ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საფრანგეთი 2 მარტამდე კორონავირუსით საავადმყოფოებში გარდაცვლილთა შესახებ ცნობებს აქვეყნებდა, 2 მარტიდან კი მან ხანდაზმულთა სახლებში კორონავირუსით გარდაცვლილ პირების შესახებ დაიწყო ინფორმაციის გამოთხოვა. 2 მარტს დადასტურებული გარდაცვალების 1335 შემთხვევიდან 884 იყო ხანდაზმულთა სახლებში გარდაცვლილი, 3 მარტს დადასტურებული გარდაცვალების 1120 შემთხვევიდან კი 532. ასევე, გუშინ დადასტურებული ინფიცირების 23060 შემთხვევაში გათვალისწინებულია ხანდაზმულთა სახლებში სხვადასხვა დღეებში გამოვლენილი დაინფიცირების 17827 შემთხვევა.
 
ხანდაზმულთა სახლებში წინა დღეებში გამოვლენილი რა რაოდენობის დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებია შესული დღევანდელ მონაცემებში, ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
 
ლეტალობის მაჩვენებელი ამ დროისთვის მსოფლიოში არის 5,39%, ხოლო საფრანგეთში კი – 8,40%

განკურნებულთა რაოდენობა გუშინ საბოლოო ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დღემდე 1430 კაცით, 14008-დან 15438-მდე და 17,16%-ია. მთელი მსოფლიოს მასშტაბის აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდე არის 20,55%

 
კორონავირუსით დაინფიცირებული 66955 პაციენტიდან კრიტიკულად არის შეფასებული 6838 პაციენტის მდგომარეობა.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში ყოველ მილიონ მცხოვრებზე არის 1378, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა კი – 116
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად