საფრანგეთში, ნოემბრის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ნოემბრის შემდეგ საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 31,519 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იტყობინება BFM TV ახალი ამბების არხი.

პასტერის ინსტიტუტის მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საფრანგეთში ინციდენტობის ზრდა ასოცირდება ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელებასთან, რომელიც 50% -ით უფრო ინფექციურია, ვიდრე ჩინური შტამი.

პროგნოზირებულია, რომ 1-ლი მარტისთვის COVID19-ის ახალი შემთხვევების 56% ბრიტანულ შტამებთან იქნება დაკავშირებული.

პასტერის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ რთულია იმის პროგნოზირება, როდის დადგება კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი.

სავარაუდოდ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დღეს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მან შესაძლოა ქვეყანაში ახალი საკარანტინო ზომების შემოღების შესახებ განაცხადოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...