საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური 28 ივნისს ჩატარდება

საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური 28 ივნისს ჩაატაროს. ამის შესახებ პარასკევს პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ განაცხადა.

“27 მაისს ჩვენ წარვუდგენთ ბრძანებულებას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არჩევნების მეორე ტურის 28 ივნისს ჩატარებაზე,” – თქვა ედუარდ ფილიპემ.

საფრანგეთში, მუნიციპალური არჩევნების პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა. მეორე ტური სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დროებით გაუქმდა კორონავირუსის გავრცელების გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად