საფრანგეთში მასშტაბური საახალწლო წვეულების 1,6 ათასი მონაწილე დააჯარიმეს

დასავლეთ საფრანგეთში, ლიერონის კომუნის მასშტაბური საახალწლო წვეულების 2,5 ათასი მონაწილიდან 1,6 ათასზე მეტი დააჯარიმეს უნებართვო ღონისძიებაში მონაწილეობისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.

“დღეისათვის ჟანდარმებმა დააფიქსირეს 1,225 დარღვევა, რომელიც ეხებოდა COVID-19-ს (ნიღბების ტარება, კომენდანტის საათი) და 420 სხვადასხვა სახის დარღვევა, რომელთაგან 225 ნარკოტიკის მოხმარებას უკავშირდება”, – წერს იგი თავის Twitter-ზე.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განმარტა, რომ ორი სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს პოლიციისა და ჟანდარმერიის მასშტაბური ოპერაციის დროს. მათ გარდა, კიდევ სამი ადამიანი დააკავეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით.

პროკურატურამ ქალაქ რენში დაიწყო გამოძიება 10 ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება არალეგალურ სადღესასწაულო ღონისძიებას, სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ ძალადობას, სხვისი ქონების დაზიანებას და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად