საფრანგეთში, მამლის შემდეგ, ბატებს უჩივლეს, მათ ხმამაღალ ყაყანში სდებენ ბრალს!

საფრანგეთში, კუნძულ ორელონზე, 7000 მაცხოვრებლიან დასახლება Saint-Pierre-d’Oléron-ის მკვიდრი მამალი მორისის საქმის სასამართლო განხილვა, ივლისის დასაწყისში მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 5 სექტემბერს უნდა განახლდეს.

მორისის პატრონს მეზობელი იმის გამო უჩივის, რომ იგი ყოველ დილით 7-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე ყივის და მას მყუდროებას ურღვევს.

მორისის საქმის დასრულებამდე სასამართლოში ბატების საქმე შევიდა განსახილველად და სხდომა სამშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა ბოლო მომენტში გადაიდო პირველი ოქტომბრისთვის. აკვიტანიაში, ლანდას დეპარტამენტის 7600 მაცხოვრებლიან დასახლებულ პუნქტ სუსტონსში მეზობელმა მეზობელს იმის გამო უჩივის, რომ ბატები განუწყვეტელი ხმაურით ურღვევენ მყუდროებას.

ბატების პატრონი, 67 წლის დომინიკ დაუტი ამბობს, რომ ის 30 წელია რაც ამ სოფელში ცხოვრობს და მას ამჟამად 50-მდე ბატი და იხვი. მეზობელმა, რომელმაც ერთი წლის წინ შეიზინა სახლი, იცოდა სოფლად საცხოვრებლად რომ გადაიოდა და სოფელში ცხოველები რომ იყვნენ. საპასუხოდ მომჩივანი აცხადებს, რომ როდესაც ის სახლს ყიდულობდა, მაშინ ზამთარი იყო, რაღაც ცხოველები დავინახეთ, ხოლო როდესაც დავბრუნდით და დავმკვიდრდით, ხმაური აუტანელი გახდა.

ბატების იხვების მეპატრონემ ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიმართა დახმარებიისთვის და ამ მომენტისთვის პეტიციას იხვების და ბატების დაცვის მოთხოვნით 6500 კაცი აწერს ხელს.

სასამართლო დავაა გაჩაღებულ მეზობლებს შორის შორეულ ავსტრალიაშიც. ვეგანმა მეზობელმა მეზობელს იმის გამო უჩივლა, რომ მან თავის ეზოში თევზი შეწვა, რითაც, მისი აზრით, მათ მასზე შეტევა შეგნებულად განახორციელეს და მან ვერ შეძლო თავისი სახლის უკან მდებარე ეზოში გასვლა. სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს მან აგრეთვე გააპროტესტა მეზობლების მიერ ეზოში სიგარეტის მოწევა და ეზოში კალათბურთის თამაშის დროს ბავშვების ხმაური.

2017 წელს დაწყებული სასამართლო დავა ვეგანის დამარცხებით დასრულდა, თუმცა მას ბრძოლა არ შეუწყეტია და სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ მეზობელმა თავის ეზოდან ბარბეკიო კარგა ხნის წინ თვითონ აიღო, ხოლო ბავშვებს ეზოში კალათბურთის თამაში აუკრძალა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად