საფრანგეთში კოვიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა – ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით „ჯანმრთელობის პასპორტები“ ამოქმედდა

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტები ამოქმედდა. დოკუმენტში დაფიქსირებულია ინფორმაცია ვაქცინის ორი დოზის, კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის და გადატანილი ვირუსის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანაში კოვიდსუტიაცია მკვეთრად გაუარესდა ბოლო დღეების განმავლობაში. ბოლო 24 საათის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსი 21 000 ადამიანს დაუდასტურდა.სამშაბათს ეს რიცხვი 18 000 იყო.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიან და განაცხადა, რომ სიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ რთულია და სწორედა ამიტომ ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტები ამოქმედდა.

აღნიშნულ დოკუმენტში წერია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული, ან ბოლო 72 საათში გაკეთებული აქვს კოვიდტესტი, ან უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი.

კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად და მუზეუმებში შესასვლელად ეს დოკუმენტი აუცილებელი იქნება.

კომენტარები
იტვირთება...