საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯერომ სალომონმა განაცხადა.

“დღეს ჩვენ გადავცდით კორონავირუსული ინფექციის 2 მილიონ შემთხვევას. დადებითი ტესტების პიკი 2 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც დღის განმავლობაში 69 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახლა ეს მაჩვენებელი მცირდება, თუმცა ის კვლავ მიუღებლად მაღალია”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად საავადმყოფოებში 437 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, პანდემიის დასაწყისიდან საფრანგეთში 46 273 ადამიანი გახდა დაავადების მსხვერპლი. სალომონმა ასევე დაამატა, რომ 4,854 პაციენტი ამჟამად რეანიმაციაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად