საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,2 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსული ინფექციით რეგისტრირებულმა შემთხვევებმა საფრანგეთში 2,2 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო დღის განმავლობაში, რესპუბლიკაში შემთხვევების რაოდენობა 12,5 ათასზე მეტით გაიზარდა. ინფიცირების საერთო რაოდენობამ 2 208 699-ს მიაღწია.

ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ, 52 127 ადამიანი გახდა ინფექციის მსხვერპლი, მათგან 213 გარდაიცვალა ბოლო ერთი დღის განმავლობაში.

საერთო ჯამში, პანდემიის დასაწყისიდან დაფიქსირებულია 61 მილიონი შემთხვევა, 42 მილიონი გამოჯანმრთელდა, 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად