საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის დაკარგვის შესახებ საუბრობენ

საფრანგეთის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას. ამის შესახებ პარიზის საავადმყოფოს პიტიე-სალპეტერიეს ინფექციური და ტროპიკული დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ კომსმა განუცხადა Franceinfo-ს ინტერვიუში.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში ლოკდაუნის დაწესება. “რამდენიმე კვირის წინ ეპიდემიაზე კონტროლი დავკარგეთ,” – განაცხადა მან.

თავის მხრივ, საფრანგეთის მთავრობასთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, იმუნოლოგმა ჟან ფრანსუა დელფრასიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა “ძალიან რთულ, კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი არის”. რადიო RTL-სთან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ მისი კოლეგების აზრით, ახალი ინფიცირების რაოდენობა შეიძლება დღეში 50 ათასზე მეტად გაიზარდოს – სამეცნიერო საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ასიმპტომური მატარებლების და COVID-19 ტესტის გათვალისწინებით, მაჩვენებელი შეიძლება 100 ათასსაც კი მიუახლოვდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად