თითქმის 6 ათასი ჯარიმა გაიცა საფრანგეთში პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული კომენდანტის საათის გახანგრძლივების პირველ დღეს. ამის შესახებ კვირას BFM იუწყება.
“5.9 ათასი ადამიანი დააჯარიმეს ამ ღონისძიების შეუსრულებლობის გამო,” – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევროს შეადგენს.”‘
საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის გამო, 16 იანვარს ქვეყნის მასშტაბით დაწესდა კომენდანტის საათი. ახლა კი იგი იწყება 18:00 საათზე და არა 20:00 საათზე, როგორც აქამდე იყო და მთავრდება 06:00 საათზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ 16 დეკემბერს, როდესაც რესპუბლიკაში კომენდანტის საათი 20:00 საათიდან დაიწყო, 800-ზე მეტი ჯარიმა გაიცა.
ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის შედეგად 70 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 2.8 მილიონს გადააჭარბა.