საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

საფრანგეთსა და საბერძნეთში ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ მათ შეზღუდვები შეეხება.

”ჩვენ ყველა ფრანგი ადამიანის ვაქცინაციისკენ უნდა წავიდეთ, ეს არის ერთადერთი გზა ნორმალური ცხოვრებისკენ”, – განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანის თქმით, სამედიცინო მუშაკებმა ვაქცინაცია 15 სექტემბრამდე უნდა ჩაიტარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურში არ დაიშვებიან.

ვაქცინაცია სავალდებულო იქნება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მოხუცების სახლებში მუშაობენ.

კომენტარები
იტვირთება...