საფრანგეთში, გუშინდლიდან, ინფიცირების შემთხვევები 11059-ით, ხოლო გარდაცვალების კი 1417-ით გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers-ი ავრცელებს

საფრანგეთში, გუშინ დაფიქსირებულთან შედარებით  11059-ით მეტი ინფიცირებული გამოვლინდა.  ასეთი დიდი რაოდენობა ევროპაში დღემდე მხოლოდ ერთხელ, საფრანგეთში, 3 აპრილს დაფიქსირდა. იმ დღეს საფრანგეთმა დღის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირების რაოდენობას ხანდაზმულთა სახლებში გამოვლენილი რამდენიმე დღის განმავლობაში აღურიცხავი შემთხვევები დაუმატა.

დღემდე საფრანგეთში ინფიცირების 109069 შემთხვევაა გამოვლენილი

გუშინ დაფიქსირებულთან შედარებით, დღეს, საფრანგეთში, კორონავირუსით 1417-ით მეტი კაცია გარდაიცვლილი

გარდაცვალების ასეთი დიდი ოდენობა დღემდე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იყო დაფიქსირებული

სულ, საფრანგეთში კორონავირუსით 10328 კაცია გარდაცვლილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად