მინიმუმ 34 000 ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში “გლობალური უსაფრთხოების შესახებ” კანონის მიღების წინააღმდეგ საფრანგეთში. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
პარიზში საპროტესტო მსვლელობას, მიუხედავად ცივი ამინდისა, შეუერთდა დაახლოებით 6,5 ათასი მონაწილე, რომელიც ფელიქს ებოეტის ქუჩიდან ბასტილიის მოედანზე მიდიოდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის არანაირი შეტაკება არ მომხდარა.
სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ ყველა იმ ქალაქში, სადაც მიტინგები იმართებოდა, სიტუაცია მშვიდი იყო, გარდა ნანტისა, სადაც მომიტინგეები პოლიციას შეეტაკნენ. ამ ქალაქში შეტაკებების შედეგად 12 პოლიციელი დაშავდა. საერთო ჯამში, საფრანგეთში 75 ადამიანი დააკავეს.