საფრანგეთში გაყიდვაში ჩაეშვა დამცავი პირბადე, რომელიც კორონავირუსს კლავს

ფრანგულმა კომპანია BioSerenity-მ შექმნა დამცავი ნიღაბი, რომელიც კლავს კორონავირუსს. ამის შესახებ BFMTV იუწყება.

კომპანიის გენერალური დირექტორის, მარკ ფროუინის თქმით, ამ ნიღაბს აქვს “ვირუსების დაბლოკვის” უნარი. პირადი დამცავი მოწყობილობა შედგება ოთხი შრისგან, რომელთაგან ერთს აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები. აღინიშნა, რომ ნიღაბი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. მისი ტარება რეკომენდებულია არა უმეტეს ოთხი საათის განმავლობაში.

პროდუქტის ფასი 1,49 ევროა. მისი შეძენა შესაძლებელი გახდა 16 თებერვლიდან. ასევე დაგეგმილია ნიღბის ქირურგიული ვერსიის დამოწმება და სამედიცინო სპეციალისტებისთვის გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...