საფრანგეთში ერთ-ერთ ქირურგს 312 პაციენტზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისათვის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთში, ქირურგ ჟოელიუ ლე სკუარენკუს ბრალი წაუყენეს 15 ოქტომბერს, 312 პაციენტზე 1986-2014 წლებში განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით. უმეტეს შემთხვევაში, სავარაუდოდ, მსხვერპლნი იყვნენ ბავშვები, ბიჭები და გოგონები. ეს შემთხვევა გახდა ყველაზე დიდი პედოფილური სკანდალი ქვეყნის ისტორიაში.

მას ბრალად ედება გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა. ამ საქმეში 312 დაზარალებულია.

საერთო ჯამში, გამოძიებამ დაადგინა 349 პოტენციური მსხვერპლი, თუმცა რიგ შემთხვევებში ფაქტები “ვერ შეფასდა, როგორც დანაშაულის საკმარისი საფუძვლები”.

ქალაქის პროკურორმა აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში, დამნაშავემ ჩაიდინა ძალადობა მაშინ, როდესაც დაზარალებულები “ძილის მდგომარეობაში იყვნენ ანესთეზიური საშუალებების, დამამშვიდებლების, სხვა მედიკამენტებისა ან დაღლილობისა და ტკივილის გამო”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად