საფრანგეთში, დღის განმავლობაში, მეორე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა

დანით შეიარაღებულმა კაცმა სცადა პოლიციელებსა და გამვლელებზე თავდასხმა საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იუწყება რადიო ევროპა 1.

რადიოს თანახმად, კაცმა ასევე წამოიძახა “ალაჰუ აკბარ”. პოლიციამ მას ადგილზევე ესროლა.

ეს მოხდა ნიცის ღვთისმშობლის ეკლესიაში მომხდარი შეტევიდან ორი საათის შემდეგ. იქ უცნობმა პირმა სამი ადამიანი დანით მოკლა. BFMTV-ს და Le Figaro-ს პოლიციის წყაროს თანახმად, ერთ-ერთ მსხვერპლს, ქალს თავი მოკვეთეს.

ნიცის მერის, კრისტიან ესტროსის თქმით, თავდამსხმელი ყვიროდა “ალაჰუ აკბარ” მაშინაც კი, როდესაც მან სამედიცინო დახმარება მიიღო დაკავების დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ. ქალაქის მეთაურმა მომხდარს ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ საფრანგეთში აუცილებელია “ისლამური ფაშიზმის აღმოფხვრა” ნებისმიერ ფასად. მან ასევე ბრძანა ნიცის ყველა ეკლესიის დახურვა.

ინციდენტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქალაქში ჩამსვლა დააპირა. საფრანგეთის პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას, ხოლო ქვეყნის მუსლიმთა საბჭომ, გლოვის ნიშნად, მოუწოდა ადგილობრივ მორწმუნეებს, გააუქმონ ყველა დღესასწაული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად