საფრანგეთში დაკავებული ერთ-ერთი “კანონიერი ქურდი” ფოთელი რევაზ სესკურიაა

საფრანგეთში დაკავებული ერთ-ერთი “კანონიერი ქურდი” ფოთელი რევაზ სესკურიაა.

ის თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობდა. ახლა მისი სახოვრებელი ბინა დაკეტილია.

მეზობლები სესკურიას დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და არ იციან თუ რას საქმიანობდა იგი.

” დიდი ხანია არ მინახია ,დედამისს ვხედავდი ხოლმე, წლებია რაც არ ყოფილან. ადრე მთელი ოჯახი აქ ცხოვრობდა. მის საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. არც მისი დაკავების შესახებ მაქვს ინფორმაცია,“- განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ სესკურიას მეზობელმა რუსუდან გოგონაიამ.

შეგახსენებთ, შსს-მ საფრანგეთში 2 ქართველი “კანონიერი ქურდი” და ორგანიზებული დაჯგუფების 8  წევრი დააკავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად