საფრანგეთში ბრიტანული შტამის გავრცელების ორი კერა აღმოაჩინეს

ფრანგმა ექიმებმა ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელების ორი კერა აღმოაჩინეს.

გავრცელების კერები გამოვლენილია ილ-დე-ფრანისა და ბრეტანის რეგიონებში. მინიმუმ 19 ადამიანი დაინფიცირდა ახალი ტიპის კორონავირუსით. როგორც აღინიშნა, ეს ხალხი არ ყოფილა დიდ ბრიტანეთში და სავარაუდოდ, დაინფიცირდა საფრანგეთში.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს დაავადების სწრაფად გავრცელებასთან ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მისივე თქმით, წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ტიპის ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამები. 19 დეკემბერს საგანგებო პრესკონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება 70%-ით უფრო ინფექციური იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად