საფრანგეთში ბინის მეპატრონემ ორი ქალი ქირის გადაუხდელობის გამო მოკლა

საფრანგეთში, ტულუზასთან ახლო მდებარე 55 ათას მაცხოვრებლიან ქალაქ მონტობანში, ბინის მეპატრონემ ქალი და სარძლო ქირის გადაუხდელობის გამო მოკლა.

ბინის მესაკუთრემ, 57 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ ცხოვრობს მონტობანში, ფლობს 20-მდე ბინას და სხვა უძრავ ქონებას და 13 ნოემბერს, გვიან საღამოს, შეიარაღებულმა, მიაკითხა თავისი ბინის დამქირავებლებს კუთვნილი 3000€-ს მისაღებად. მათ შორის ჩხუბში გადაზრდილ კამათს ტრაგიკული დასასრული მოჰყვა. მისი მტკიცებით, მას და დამქირავებელს, 37 წლის ქალს შორის გამწვავებულ კამათში 18 წლის სარძლო 17 წლის ვაჟი ჩაერთნენ და ამ უკანასკნელის შეტევის მოგერიება მოუხდა.

პოლიციას თავდაპირველად ხელში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდაც ჰყავდა დაპატიმრებული, რადგან მიიჩნევდა, რომ მის ჩვენებებსა და ფაქტებს შორის გარკვეული შეუსაბამობები იყო, კერძოდ, დედას ყელში ნატყვიართან ერთად მრავალრიცხოვანი ნაჩხვლეტი ჭრილობებიც ჰქონდა, თუმცა, 4 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ის გაანთავისუფლეს პატიმრობიდან.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება დასრულებულად მკვლელობის ღამით განვითარებული მოვლენების მაქსიმალური სიზუსტით აღდგენის შემდეგ ჩაითვლება.

 

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად