საფრანგეთში აუცრელებისთვის სწრაფი ტესტები უფასო აღარ იქნება

საფრანგეთში არავაქცინირებული ზრდასრულებისთვის კორონავირუსზე ტესტები ფასიანი გახდება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ტესტის ღირებულება 22-დან 45 ევრომდე მერყეობს.

ახალი რეგულაცია არასრულწლოვნებს არ ეხება.

ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობა გამოდის ინიციატივით, 2022 წლის ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდეს ის პერიოდი, როდესაც გარკვეული სერვისებით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, ვისაც კოვიდ-სერტიფიკატი აქვს.

ცნობისთვის, 9 აგვისტოდან მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა კაფეში წასვლა ან მატარებლით მგზავრობა, დაშვებული მხოლოდ მათთვის, ვისაც COVID-პასპორტი აქვს. დოკუმენტი ამტკიცებს, რომ მისი მფლობელი კორონავირუსზე აცრილია, გამოჯანმრთელდა ან ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს.

კომენტარები
იტვირთება...