საფრანგეთში, ატლანტიკის პირინეის დეპარტამენტში, ტყის ხანძრის გამო მოსახლეობაა ევაკუირებული

საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ატლანტიკის პირინეის დეპარტამენტში, მდინარე ადურის მარჯვენა სანაპიროსთან, ქალაქ ანგლეტიდან ჩრდილოეთით, ტყის მასივის 40 ჰექტარზეა ხანძარი მოდებული.

ადგილობრივი პრესის ცნობით ხანძარი ჩიბერტას ფიჭვოვან ტყეში გაჩნდა. დამწვარია 40 ჰქტარი ტყე და დაწვის რისკის ქვეშაა კიდევ 100 ჰექტარი. პრეფექტურის წარმომადგენელთა თქმით, მოსახლეობა  ათეულობით სახლიდანაა ევაკუირებული.
 
ხანძარს დაახლოებით 100-მდე მეხანძრე აქრობს, თავდაპირველად კი ცეცხლმოდებულ ტყეს რამდენჯერმე გადაუფრინა და წყლის დიდი ნაკადით შეაფერხა ცეცხლის გაძლიერება ორმა სახანძრო ვერტმფრენმა. ადგილობრივ მეხანძრეთა დასახმარებლად პირველები ლანდის დეპარტამენტის მეხანძრები გაჩნდნენ, გზაში არიან ჟირონდელი მეხანძრეები. დასახმარებლად. გაფრთხილებულები არიან ლო და გარონას და დორდონის დეპარტამენტების მეხანძრეები.
 
“ფრანსპრესის” კორეპონდენტის თქმით, ის ხედავდა თუ როგორ ნაჩქარევად ჰყრიდა ჩემოდნებს მანქანებში ათეულობით ადამიანი და ტოვებდა სახლებს, რომლებსაც სწრაფად უახლოვდებოდა ცეცხლი.
 
“საღამოს 8 საათზე ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ 8:30 საათზე გვითხრეს: ყველანი გამოვდივართ!”, – ჰყვება თვალზეცრემლმომდგარი გოგო, რომელიც თავისი მეგობარი ბიჭის სახლში იმყოფებოდა.
 
“ალი ჩემგან 10 მეტრში იყო. ჩვეულებრივ აქ ქარი არ იცის”, – ამბობს ტყის ნაპირთან ახლოს მდებარე სახლის მცხოვრები.
ჩიბერტას ტყე ახალ აქვიტანიაში, მდინარე ადურს და ატლანტიკის ოკეანეს შორის მოქცეული მწვანე კუნძულია ბაიონა-ბიარიც-ანგლეტის მჭიდროდდასახლებული აგლომერაციაში. ჩიბერტას ტყის დასავლეთით გოლფის სათამაშო მინდვრები და მდიდრული ვილებია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად