საფრანგეთში, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ კიდევ 4 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა

AstraZeneca-ს ვაქცინამ საფრანგეთში ატიპიური თრომბოზის ცხრა ახალი შემთხვევა და ოთხი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამის შესახებ შაბათს, ღამით, საფრანგეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (ANSM) განაცხადა. ქვეყანაში ვაქცინაციის დანერგვის შემდეგ, თრომბოზის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 23-ს მიაღწია, რვა ადამიანი კი გარდაიცვალა, – ნათქვამია განცხადებაში.

ექიმები აღნიშნავენ, რომ დაზარალებულთა კატეგორია მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა შემთხვევებისგან. ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები – ოთხი ქალი და ხუთი მამაკაცი, რომელთა საშუალო ასაკი 62 წელია.

ასევე, ფრანგი ექსპერტები აპირებენ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ვაქცინაციის შესაძლო კავშირს სახის დამბლის შემთხვევებთან. ვაქცინაციის დაწყების დღიდან დაფიქსირებული 15 შემთხვევიდან ორი შეიძლება იყოს ვაქცინასთან დაკავშირებული. ექიმები ასევე აკონტროლებენ ნევროლოგიური დარღვევების 15 შემთხვევას, რომლებიც ვაქცინაციის პერიოდში აღინიშნა. მათ შორის – მწვავე პლექსიტის ხუთი შემთხვევა, რომელთაგან სამი ბოლო პერიოდში მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...