საფრანგეთში, არავაქცინირებულ ექიმებს სამსახურებიდან დაითხოვენ

საფრანგეთში, 15 სექტემბრიდან, ჯანდაცვის ყველა მუშაკმა უნდა აჩვენოს თავიანთ დამსაქმებლებს ვაქცინაციის სრული სერთიფიკატი. დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ისინი სამსახურიდან მოიხსნებიან, იტყობინება The Local.

დამსაქმებლებს, რომლებიც ვერ ამოწმებენ თავიანთი თანამშრომლების ვაქცინაციის ჩანაწერებს, ეკისრებათ 135 ევრო ჯარიმა, ხოლო სამზე მეტი დანაშაულისთვის ის შეიძლება გაიზარდოს 3,750 ევრომდე.

უახლესი მონაცემებით, საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკების დაახლოებით 88% აცრილია.

კომენტარები
იტვირთება...