საფრანგეთში 6 წლიდან ბავშვებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი გახდა

საფრანგეთის ხელისუფლებამ დანერგა ნიღბების სავალდებულო ტარება 6 წლის ბავშვებისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. 

“დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება 6 წლიდან ბავშვებისთვის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო” , – თქვა მან.

ეს არის ერთ-ერთი ახალი შემაკავებელი ღონისძიება, რომელიც ძალაში შევა პარასკევიდან. საფრანგეთის მოსწავლეები, სავარაუდოდ, ორშაბათს დაბრუნდებიან სკოლაში.

“ახლა პანდემიამ მოიცვა ყველა რეგიონი, ყველა ასაკობრივი ჯგუფი”, – თქვა კასტექსმა.

მისივე თქმით, პირველი ტალღისგან განსხვავებით, მეორე საკარანტინო პერიოდში სკოლები არ დაიხურება.

პრემიერ მინისტრმა ასევე თქვა, რომ საკარანტინო პერიოდში ფრანგებს საშუალება ექნებათ ერთი კილომეტრის მანძილზე თავიანთი სახლების მოშორებით, ერთი საათით ისეირნონ.

წესების დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევროა.

“ვირუსმა გავლენა მოახდინა მთელ ევროპაზე, არავის ეგონა, რომ ახალი აფეთქება ამდენად ძლიერი იქნებოდა” , – აღიარა კასტექსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად