საფრანგეთში 28 ნოემბრიდან ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა გააუქმოს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, პანდემიის მეორე ტალღის დაწყებიდან მოყოლებული. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღის პიკმა უკვე გაიარა.

ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება არასასურსათო მაღაზიების განახლება უახლოეს შაბათს. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, 28 ნოემბრიდან ქუჩაში სიარული და ფიზიკური დატვირთვა დაიშვება სახლიდან 20 კმ-ში და დღეში სამი საათის განმავლობაში.

ამავე დღიდან, ნებადართულია კლასგარეშე აქტივობები სკოლის მოსწავლეებისთვის სუფთა ჰაერზე. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მაღაზიების მუშაობა, წიგნებისა და მუსიკალური მაღაზიების ჩათვლით, ნებადართული იქნება 21:00 საათამდე, წინა სანიტარული ზომების გათვალისწინებით.

ტაძრების გახსნა შაბათს შესაძლებელი გახდება. წირვაზე მყოფი მრევლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.

“მეორე ტალღის პიკი გავიდა. ჩვენმა ძალისხმევამ და თქვენსმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო”, – განაცხადა მაკრონმა. ამავე დროს, პრეზიდენტის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ არ იძლევა კარანტინის სრულად გაუქმების შესაძლებლობას.

“ამ დროისთვის თქვენ სახლში დარჩენა მოგიწევთ, დისტანციურად იმუშავეთ და გააგრძელეთ თავშეკავება კერძო და ოჯახური შეხვედრებისგან”, – გააფრთხილა მან თანამემამულეები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად