საფრანგეთში, 28 ნოემბერს მომხდარი შეტაკებების დროს 98 პოლიციელი დაშავდა

საფრანგეთში “გლობალური უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში დაშავებულ პოლიციელთა რაოდენობამ, შსს-ს საბოლოო მონაცემების თანახმად, 98 შეადგინა. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა განაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 62 დაშავებული პოლიციელის შესახებ, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება პროტესტის დროს.

ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმა მომიტინგემ პოლიციის ძალადობის შესახებ საჩივრით მიმართა გენერალურ ინსპექციას. ასევე ცნობილია, რომ სირიელ დამოუკიდებელ ფოტოგრაფ ამირ ალ-ჰალბს, პროტესტის დროს თავში ესროლეს. კრისტოფ დელუარმა, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს გენერალურმა მდივანმა დაგმო 24 წლის ფოტოჟურნალისტის მიმართ პოლიციის მიუღებელი ძალადობა.

დემონსტრაციების დროს საფრანგეთში სამართალდამცავებმა დააკავეს 80-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც არეულობებში მონაწილეობდნენ.

შაბათს, საფრანგეთის 70 ქალაქში გაიმართა პროტესტი “გლობალური უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის დებულებები ფაქტობრივად აწესებს პოლიციისა და ჟანდარმერიის ოფიცრების ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვას. მასობრივი მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ ჟურნალისტთა პროფკავშირები, ადამიანის უფლებების დაცვის ლიგა და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები.

ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობდა 133,000 ადამიანი. ბევრ ქალაქში დემონსტრაციებს თან ახლდა ბუნტი და შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად