საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება გაუპატიურებად ჩაითვლება

საფრანგეთის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმადაც 15 წლამდე ასაკის ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება გაუპატიურებად ჩაითვლება და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ადრე, იმ შემთხვევაში თუ 15 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირი დადგინდებოდა, პროკურორს უწევდა იმის მტკიცება, იყო თუ არა ეს კავშირი ნებაყოფლობითი და იკვეთებოდა თუ არა ძალადობა. ახალი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბრალდების მხარეს მტკიცება აღარ მოუწევს და 15 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კავშირს უკვე ავტომატურად ერქმევა გაუპატიურება.

აღსანიშნია, რომ კანონმდებლობას ე.წ. “რომეო და ჯულიეტას” პუნტქი დაემატა, რომლის მიხედვითაც, თუ პირი მოზარდზე მაქსიმუმ 5 წლითაა უფროსი და მათი ურთიერთობა ნებაყოფლობითია, მაშინ ეს არ ჩაითვლება გაუპატიურებად.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ინცესტური სექსუალური კავშირი 18 წლამდე პირთან, ასევე გაუპატიურებად ჩაითვლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...