საფრანგეთმა „ვაქცინაციის პასპორტის“ გამოყენება შესაძლოა 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს

საფრანგეთის მთავრობა გამოდის ინიციატივით, 2022 წლის ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდეს ის პერიოდი, როდესაც გარკვეული სერვისებით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, ვისაც კოვიდ-სერტიფიკატი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

”ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა გააფართოვოს ეს შესაძლებლობა ზაფხულამდე, თუკი ამას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოითხოვს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა.

მთავრობის წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა კიი განაცხადა« რომ ამჟამად 18 დეპარტამენტში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ეპიდემიის კიდევ ერთი ტალღის რისკზე მიუთითებს.

ცნობისთვის, 9 აგვისტოდან მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა კაფეში წასვლა ან მატარებლით მგზავრობა, დაშვებული მხოლოდ მათთვის, ვისაც COVID-პასპორტი აქვს. დოკუმენტი ამტკიცებს, რომ მისი მფლობელი კორონავირუსზე აცრილია, გამოჯანმრთელდა ან ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს.

კომენტარები
იტვირთება...