საფრანგეთმა, ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად 450 მილიარდი ევრო გამოყო

კორონავირუსული კრიზისის პერიოდში, ეკონომიკის მხარდასაჭერად საფრანგეთის მთავრობამ 450 მილიარდი ევრო მიმართა, რაც ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის 20%-ს შეადგენს. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დანერგილი თვითიზოლაციის რეჟიმი საფრანგეთში ორი თვე გაგრძელდა. 11 მაისიდან ქვეყანაში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, დაიწყო სკოლების, საპარიკმახეროების, სილამაზის სალონებისა და მაღაზიების გახსნა. კაფეები, ბარები, რესტორნები, კინოთეატრები კვლავ დახურულია.

“თუ ჩვენ ყველაფერს ავიღებთ, რაც გაკეთდა… ეს არის 450 მილიარდი ევრო, ეროვნული სიმდიდრის 20% დავდეთ მაგიდაზე”, – თქვა ლე მერმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ზომებს შორის – 315 მილიარდი ევრო სესხია, რომელიც სახელმწიფოს გარანტირებული აქვს. “ამიტომ, ეს არ არის პირდაპირი სახელმწიფო სახსრები. მაგრამ თუ, მაგალითად, კომპანია, რომელმაც მიიღო 4-5 მილიარდი ევრო სესხი, გაკოტრდება – და სახელმწიფო გარანტიები 90%-ს შეადგენს – მაშინ სახელმწიფო დაკარგავს 3-4 მილიარდს. ამიტომ, ეს თანხები აქ შეტანილია”, – განმარტა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად