საფრანგეთმა პარიზში კუბის საელჩოზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის იურიდიულმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო სამშაბათს ღამით პარიზში, კუბის საელჩოზე უცნობი პირების თავდასხმის ფაქტზე. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად “საელჩოს უსაფრთხოების სისტემა გაძლიერებულია”.
”საფრანგეთი გმობს პარიზში კუბის რესპუბლიკის საელჩოზე მომხდარ შეტევას”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა.
კომენტარები
იტვირთება...