საფრანგეთმა მასობრივი ღონისძიებების აკრძალვაზე ვადა გაახანგრძლივა

საფრანგეთმა პარიზსა და ილ-დე-ფრანსის რეგიონში მასობრივი ღონისძიებების აკრძალვაზე ვადა 30 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.
 

საფრანგეთმა მასობრივი შეკრებებისა და ღონისძიებების გამართვაზე აკრძალვა 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დააწესა. 

ტერაქტების გამო, ქვეყანაში გადაიდო ისეთი მასშტაბური მანიფესტაციის გამართვა, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს შეეხებოდა და 29 ნოემბერი 12 დეკემბრის პერიოდში იმართებოდა, ასევე გადაიდო ლიონში „სინათლის დღესასწაული“, რომელსაც ყოველწლიყურად 3 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

საფრანგეთის პოლიციის განხცადებაში მითითებულია, რომ აკრძალვა 30 ნოემბრამდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ივნისის ტერაქტების დროს, 132 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რაოდნეობამ კი 300-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...