საფრანგეთმა Google 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის ანტიმონოპოლურმა მარეგულირებელმა Google 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

”მარეგულირებელმა კომპანია 2020 წლის აპრილში გამოცემული რამდენიმე ბრძანების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯარიმა განპირობებულია იმით, რომ “კორპორაციამ სათანადო მოლაპარაკება არ გამართა პრესის გამომცემლებთან მოსაზღვრე უფლებების გამოყენების, მათი კონტენტის გამოყენებისთვის რედაქტორებისთვის ანაზღაურების შესახებ”.

გასული წლის აპრილში ევროკავშირმა დაამტკიცა დირექტივა, რომელიც ინტერნეტში ნამუშევრების განთავსებისას საავტორო უფლებების შესახებ კანონების შესრულებას ამკაცრებს. ამასთან, ის საშუალებას აძლევს მედია გამომცემლებს, მიიღონ ანაზღაურება ინტერნეტ პლატფორმებზე მათი მასალების გამოყენებისთვის.

ცნობისთვის, 7 ივნისს საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა Google 220 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზად ონლაინ რეკლამის სფეროში დარღვევები დასახელდა.

გავრცელებული ცნობით, Google ფაქტები არ გაასაჩივრა და ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება კორპორაციასთან გარიგების პროცედურის ფარგლებში იყო მიღებული.

მარეგულირებლის განცხადებით, ჯარიმის მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია საკუთარ სარეკლამო სერვისში რეკლამების განთავსებისას დომინანტ მდგომარეობას ბოროტად იღებენდა.

კომენტარები
იტვირთება...