საფრანგეთმა, 5000 კაცზე ზემოთ, ყველანაირი მასობრივი შეკრება დროებით აკრძალა

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ქვეყანაში აიკრძალა ყველანაირი შეკრება, რომელიც 5000 ადამიანზე ზემოთაა დაგეგმილი.

მინისტრ ოლივიე ვერანის განცხადებით, აღარ ჩატარდება ტრადიციული მარათონი საფრანგეთში, რომელიც შემდეგ კვირას იყო დაგეგმილი.

მისი განცხადებით, საჭიროა მაქსიმალურად სიფრთხილის გამოჩენა, რადგან საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა.

შეგახსენებთ, 21 თებერვლისთვის მსოფლიოში 76 497 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. სრულად განკურნებულთა რაოდენობა 18 424 კაცს შეადგენდა ანუ 24,1%, გარდაცვლილთა კი 2247 კაცს ანუ 2,9%-ს.
 
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია 87 674 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ანუ ზრდა შეადგენს 14,6%-ს. სრულად განკურნებულთა რაოდენობა არის 42634 კაცი ანუ ზრდა შეადგენს 131%-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ პერიოდში 22 47-დან 2994-მდე გაიზარდა ანუ ზრდამ შეადგინა 33,2%.
 
დღეისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია მსოფლიოს 65 ქვეყანაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად