საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის სკანდალური შეცდომის გამო მაკრონი იხდის ბოდიშს (ვიდეო)

7 სექტემბერს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის H ჯგუფის გუნდების მორიგი სათამაშო დღე იყო.

საფრანგეთში, “სტად-დე-ფრანსის” სტადიონზე მატჩი საფრანგეთის და ალბანეთის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მატჩის ორგანიზატორებმა ალბანეთის ჰიმნის ნაცვლად ანდორის ჰიმნი დაუკრეს. ანდორელები ამავე ჯგუფში თამაშობენ და ფრანგები მას 10 სექტემბერს ხვდებიან, ტექნიკური პერსონალი კი, როგორც ჩანს ვერ გაერკვა, იმ დღეს ალბანელებს ხვდებოდნენ ფრანგები, თუ ანდორელებს.
შეცდომა მალევე შეამჩნიეს და დიქტორმა სტადიონზე “ტექნიკური ინციდენტის” გამო ბოდიში მოუხადა… სომხებს (Albanie/Andorre/ Arménie).

ალბანელები მინდორზე სათამაშოდ მხოლოდ მას შემდეგ გავიდნენ, რაც სტადიონზე ალბანეთის ჰიმნი გაისმა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ალბანეთის ჰიმნის ნაცვლად ანდორის ჰიმნის ჩართვას “სკანდალური შეცდომა” და უწოდა ტვიტერზე და დაწერა, რომ ამ შეცდომის გამო მას ემანუელ მაკრონმა ბოდიში მოუხადა.

“პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ჩვენ ნაციონალურ ჰიმნთან დაკავშირებით სკანდალური შეცდომისთვის გულწრფელი ბოდიში მომიხადა”, – წერს ტვიტერზე ედი რამა.

მომხდარი ფაქტის გამო თავის ვებ-გვერდზე წუხილი გამოთქვა უეფამ. უფრო ადრე ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბოდიში საფრანგეთის ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაეტმა მოუხადა, ხოლო ალბანეთის ნაკრების მწვრთნელს კი – საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...