საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუკი ნავალნი ციხეში გარდაიცვლება, ევროკავშირი პასუხისმგებლობას პუტინს დააკისრებს

ხუთშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა რუსეთს, რომ ევროკავშირი პასუხისმგებლობას დააკისრებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუკი ალექსეი ნავალნი პატიმრობის დროს გარდაიცვლება და განაცხადა, რომ ბლოკი ახალ სანქციებსაც დააწესებს. იუწყება Reuters.

”აუტანელია ეს უმოწყალო თავდასხმა ნავალნიზე. ჩვენ მივიღებთ აუცილებელ სანქციებს და თუკი იგი ციხეში გარდაიცვლება, მაშინ ეს პასუხისმგებლობა დეკისრებათ ბ-ნ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ უკიდურესობამდე არ მივალთ”, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...