საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სირიის საკითხზე რუსეთთან დიალოგი აუცილებელია

საფრანგეთის ხელისუფლება სირიის ჩრდილოეთით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგზე ორიენტირებული უნდა იყოს, რადგან პარიზსა და მოსკოვს საერთო ინტერესები აქვთ. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა BFM TV- სთან განაცხადა, ამ ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი აუცილებელი.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი დიალოგი დამასკოთან, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს, ლე დრიანმა რამდენჯერმე გაიმეორა: ”რუსეთთან”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში საფრანგეთის მთავარი ამოცანა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაა.

”სირიის დანარჩენ ნაწილში, რუსეთი იმას აკეთებს, რასაც სწორად ჩათვლის. ჩვენი მთავარი პრობლემა “ისლამური სახელმწიფოა,” – განმარტა ლე დრიანმა.

სამშაბათს, 15 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, რამდენიმე თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა. 

ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველა  ძალისხმევა გამოიყენოს იმისთვის, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის შეიარაღებული ოპერაციები დასრულდეს.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად