საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ სცნო მის წინააღმდეგ აღძრულ კორუფციის და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეში და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სამიდან ერთ წელს სარკოზი პატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი სასჯელია.

პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისთვის სასამართლომ ანალოგიური სასჯელი შეუფარდა სარკოზის ადვოკატ ტიერი ერზოგს და ყოფილ მოსამართლე ჟილბერ აზიბერს.

საქმის მასალებიდან გამომდინარე ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი ტიერი ერზოგი ლილიან ბეტანკურის მიერ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ ჟილბერ აზიბერის მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...