საფრანგეთის ქალაქ ნანტში, მეხანძრეებმა წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს

საფრანგეთის ქალაქ ნანტში მეხანძრეებმა მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა, რომელიც შაბათს წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში გაჩნდა.

ქალაქის სახანძროს სპიკერმა ჯერომ ლანგლოუსმა აღნიშნა, რომ მეხანძრეები ადგილზე ღამის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. როგორც ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შეტყობინება ტაძარში ხანძრის გაჩენის შესახებ პოლიციამ ადგილობრივი დროით 07:30 საათზე მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მეხანძრეებმა სამ საათში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზაცია. მე-15 საუკუნის უძველესი ორღანი და ვიტრაჟი დაზიანებულია. გამოძიებას მიაჩნია, რომ ეს მიზანმიმართულად გაჩენილი ხანძარი იყო.

ნანტის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი დაარსდა 1434 წელს და აშენებას 457 წელი დასჭირდა – 1891 წლამდე. ეს არის საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური ეკლესია. ტაძრის არსებობის განმავლობაში ეს ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის. 1972 წელს, ცეცხლმა გაანადგურა მისი სახურავი. შენობის აღდგენას 13 წელი დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად